Monday, October 19, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის პორტფოლიო

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნატო ოდიშვილი
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ტოლის საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება   ეროვნული სიმბოლოები :
ქართვლის დედა და ამერიკის თავისუფლების ქანდაკება
თემის შინაარსი
მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ,  ილაპარაკონ, წერონ და გაუზიარონ ერთმანეთს . მოსწავლეები  გამოიყენებენ გრამატიკულ დროებს, ვნებით გვარს და ხარისხის ფორმებს,რათა შეძლონ მოპოვებული ინფორმაციის გადმოცემა, შედარებისა და მსგავსება განსხვავების გაკეთება ვენის დიაგრამის გამოყენებით.
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  მე-9
მე-9კლასი საბაზო საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
3 დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
·           უცხ.ს.IV.14. მოსწავლეს შეუძლია წერისას ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
·           თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი, წარსული დროის გამოსახატად;
·           პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (მაგ., განსაზღვრებებ, შედარებებ);
 აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას;უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
·           აკეთებს კონკრეტულ არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი ტელეგადაცემა ურჩევნია და რატომ; რომელ ქვეყანაში უნდა მოგზაურობა და რატომ და სხვა);
·           უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს
·           იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
·           უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის
·            რეალიებს.
·           ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ., სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებ, გერმანიის გაერთიანების დღე, ასწლიან ომ და სხვა);
·           უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

·           განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
·           განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების შესასრულებლად;
·           უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
·            
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელბლად.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლემ შეძლოს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსგავსება-განსხვავების გაკეთება, ვენის დიაგრამის გამოყენებით.
 მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვა
რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისაგან?
თემატური კითხვები : გარდა მსოფლიო საოცრებისა, რომელი ქანდაკებები იცით საქართველოში?
 გიყვართ  ღირსშესანიშნაობების დათვალიერება? შეგიძლიათ ჩამოთვალოთ მსოფლიო საოცრებები? სამხატვრო ხელოვნების რომელ დარგს განეკუთვნება ზევსის ფიგურა?
შინაარსობრივი კითხვები:
რომელი ქვეყნების ღირსშესანიშნაობებია ქართლის დედა და თავისუფლების ქანდაკება? ვინ არიან ამ ქანდაკებების ავტორები? რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ ამ ქანდაკებების თითოეულ შტრიხს? რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ ქანდაკებას შორის?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ








პრეზენტაციის შეფასება

კითხვა-პასუხი
მოსწავლეთა წინარე ცოდნის
დონის დადგენა

21-ე საუკუნის უნარების წინასწარ შეფასება
მოსწავლეები პასუხობენ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,

ამზადებე  ბროშურას და აკეთებენ პრეზენტაციას



შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შევამოწმებ საბაზისო ცოდნას K W L   (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის გამოყენებით. შეკითხვების დასმა და ჩანაწერები დამეხმარება წინარე ცოდნის დადგენაში, 21 საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასებაში. მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენებ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას. სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი კი, მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული სტანდარტების გაგების და შესრულების დოკუმენტირებას უზრუნველყოფს. ჯგუფური კონფერენციები ემსახურება სამუშაოს შეფასებას და პროგრესის  მონიტორინგს.  გამოვიყენებ პროექტის რუბრიკას  პროექტის  შესაფასებლად.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები და ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროების გამოყენების ცოდნა. პრეზენტაციის პროგრამის ცოდნა, ინტერნეტ ბრაუზერის ცოდნა, საინფორმაციო წყაროების  ზუსტად მითითების უნარი, პროგრამა ვორდის მოხმარების საბაზისო უნარ-ჩვევები, ვიყენებთ ვენის დიაგრამას
სასწავლო პროცედურები გამოწვევა:
  I -დღე     PPp-ის გამოყენებით მოსწავლეები
დაათვალიერებენ მსოფლიო საოცრებებს. ხელოვნების რა დარგს განეკუთვნება ზევსის და როდოსის კოლოსის ფიგურები , სად არის ეს ძეგლები? უნახავთ ოდესმე, შემდეგ ვაჩვენებ ამერიკის თავისუფლების ქანდაკებას და ვეკითხები არის თუ არა მსგავსება როდოსის კოლოსსა და თავისუფბლების ქანდაკებას შორის? ბოლოს ვავალებ დაასახელონ ქართული ხელოვნების ნიმუშები, ქანდაკებები.რომელიც მეტ ნაკლებად მსგავსი იქნება ამერიკის თავისუფლების ქანდაკების. ვაჩვენებ ქართვლის დედის ქანდაკებასაც. -5წთ.
აქტივობა1: მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად, ყუთში მოთავსებული მექნება ამერიკის თავისუფლების ქანდაკებისა და ქართვლის დედის გამოჭრილი სურათები, მოსწავლე იღებს სურათს და ნაწილდებიან სურათების მიხედვით
აქტივობა 2: თითოეული ჯგუფი მათთვის განკუთვნილი ყუთებიდან ამოიღებენ დაჭრილ ფურცლებს სხვადასხვა წარწერით, ვისაც შეხვდება ფურცელი ნაწერით ხელმძღვანელი, ის იქნება ხელმძღვანელი.
აქტივობა3:ვაჩვენებ სურათებს ქართვლის დედისა და ამერიკის თავისუფლების ქანდაკებებისა და ვავალებ გააკეათონ ამ ძეგლების წერილობითი აღწერა,რა ქანდაკებაა, როგორ გამოიყურება.15წთ
აქტივობა4:ამ ორი ჯგუფის თითოეული მოსწავლე უზიარებს ერთმანეთს ამ ნაწერს.8წთ
აქტივობა 5:ვაძლევ საშინაო დავალებას, მოიძიონ ინფორმაციები მოცემული ქანდაკებების სკულპტორებზე და მათ შედევრებზე. მოძიებული ტექსტები უნდა შეიცავდნენ ქანდაკებების სიგრძეს,წონას,მასალას,ძეგლის ადგილმდებარეობას,
მე-2 დღე
აქტივობა 6: მოძიებული ინფორმაციის გაცნობა.10 წთ.
აქტივობა 7:თითოეული ჯგუფი მათი ქანდაკების შესახებ დაამზადებს ბუკლეტს და მიაკრავს დაფაზე.30წთ.
აქტივობა 8: ჯგუფები გაეცნობიან ერთმანეთის სტატიებს.5წთ.
მე-3 დღე
აქტივობა 9:ჯგუფს ვეკითხები, რას ნიშნავს ქართვლის დედის ქანდაკება საქართველოსთვის და ამერიკის თავისუფლების ქანდაკება ამერიკისათვის, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის,რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ქანდაკებებს? ორივე ჯგუფი ცალ-ცალკე მუშაობს პასუხზე.5წთ
აქტივობა 10:მოსწავლეები მუშაობენ ვენის დიაგრამაზე. მოპოვებუიიმფორმაციის საფუძ












დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
განვუსაზღვრავ კონკრეტულ დავალებას ჯგუფური მუშაობისას და გავითვალისწინებ თანატოლთა დახმარების აუცილებლობას. შეკითხვებზე მივიღებ ზეპირ პასხებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ასეთი მოსწავლეები უფლებამოსილნი იქნებიან  გამოიყენონ მათ მშობლიურ ენაზე არსებული ინფორმაციები.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
გაამყაროს პასუხი სხვადასხვა არგუმენტებით.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
Google.com
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment